მოსკოვში სახელმწიფო სათათბიროსთან დაკავებული საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე გაათავისუფლეს. ათობით აქტივისტთან ერთად დაკავებული იყო პარტია „იაბლოკოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგეი მიტროხინიც. საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დრომდე გრძელდება აქცია, რომლის მონაწილეებიც რუსეთის დედაქალაქის განახლების პროექტს ეწინააღმდეგებიან. მერის ინიციატივა ძველი საცხოვრებელი კორპუსების დემონტაჟს ითვალისწინებს, რომლის მცხოვრებლებსაც ანალოგიური ღირებულების სხვა ბინების შერჩევა შეეძლებათ.