გერმანია კატარის კრიზისის დასასრულებლად მხარეებს დიპლომატიურ გზებს სთავაზობს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა დოჰას საზღვაო და საჰაერო ბლოკადა უნდა მოუხსნან, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისი ეკონომიკური თვალსაზრისით სხვა ქვეყნებზე, მათ შორის გერმანიაზეც აისახება.