ახლადშექმნილი სპორტისა და ახალგარზდულ საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 30 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპაუნა პეტრიაშვილმა დღეს პარლამეტში მთავრობის სტრუქტურული ცვლილების საკითხის განხილვისას გააკეთა.
მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილება, რომელიც ახალი სამინისტროს შემქნას ითვალისწინებს, ამავდროყლად იწვევს ბიუჯეტში ცვლილებასაც. სათანადო კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია და პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით, ხდება კულტურის სამინისტროსათვის დღეს არსებული დაფინანსების გაყოფა, საიდანაც 30 მილიონი იქნება ახლადშექმნილი სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, ხოლო უშუალოდ კულტურის სამინისტროს რჩება 55 მილიონიანი დაფინანსება.
ბიუჯეტში ცვლილების პროექტს პარლამენტი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პარალელურად დაამტკიცებს.