ახალ საგადასახადო კოდექსსა და სამთავრობო ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ კარს მიღმა მსჯელობს. შეხვედრა ამ წუთებში დაიწყო და საპარლამენტო უმრავლესობას ახალი საგადასახადო კოდექსის პრინციპებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აცნობს.
გარდა საგადასახადო კოდექსისა, უმრავლესობის დახურულ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ მთავრობის სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზეც.