იაპონიის იმპერატორს ტახტის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცეს. შესაბამისი მოთხოვნით ქვეყნის პარლამენტს იმპერატორმა აკიჰიტომ 2016 წელს მიმართა. გადაწყვეტილება კი კანონმდებლებმა თითქმის ერთწლიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს. კანონპროექტი იმპერატორს ტახტის დატოვებასთან ერთად მემკვიდრისთვის უფლებამოსილების გადაცემის უფლებასაც აძლევს. ტახტიდან გადადგომის მოტოვად 83 წლის იმპერატორმა ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი გადადგომის შემდეგ იაპონიის იმპერატორის ტიტული 57 წლის ნარუჰიტოს გადაეცემა.