ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კონსერვატორების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მმართველმა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. კონსერვატორებმა 650 ადგილიდან 314 ის მოპოვება შეძლეს. მეორე ადგილზე 261 ხმით, ლეიბორისტები გავიდნენ. მომავალ საკანონმდებლო ორგანოში 34 მანდატით შევლენ შოტნალდიელი ნაციონალისტები, ლიბერალ-დემოკრატებს კი 13 მანდატი ექნებათ.