კანადაში ქართულმა სათვისტომომ დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ჩასვლა გააპროტესტა.
ტორონტოში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია აშშ-ის საკონსულოსთან გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი მიზანი იყო სამიტის მონაწილე ქვეყნებისათვის შეეხსენებინათ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში განვითარებული მოვლენები.