ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავა. ვიზიტი 10 ივნისს არის დაგეგმილი. მუჰამედ ბენ აბდელ ალ ტანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკითხებს განიხილავენ ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები.
ყატარის პირველი დიპლომატის მოსკოვური ვიზიტი სპარსეთის ყურეში შექმნილი დიპლომატიური სკანდალის ფონზე შედგება.
11-მა არაბულმა ქვეყანამ ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა.