საქართველოს ხელისუფლება მზადა რუსეთთან კეთილ მეზობლური და ცივილიზებული ურთიერთობის აღდგენისთვის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მზადყოფნა, რომ რუსეთთან ყველა მიმართულებით კეთილმეზობლური და ცივილიზებული ურთიერთობა გვქონდეს ეს არის ჩვენი, როგორც აღმასრულებელი, ასევე უმაღლესი ხელისუფლების მიზანი, როგორც ომამდე ისე ომის შემდეგაც. თუმცა რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია ძალიან ხისტია და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ დაელაპარაკება, ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაც კარგად არის ინფორმირებული", - განაცხადა ჯალარანიამ.
მისვე თქმით, მიუხედავად რუსული მხარის მსგავსი პოზიციისა, საქართველოს ხელისუფლება მზადაა ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგი ერთი მარტივი პირობის დაცვით დაიწყოს, კერძოდ კი, ქართული მხარე კრემლისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და მისი სუვერენიტეტის პატივისცემას მოითხოვს