რუსეთში ტკბილეულით ბავშვები მოიწამლნენ. მომხდარის გამო ჩიტის ოლქში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც ძიებით გაირკვა, კანფეტები სინთეტიკურ ნარკოტიკს შეიცავდა. კანფეტები ქუჩაში ბავშმა იპოვნა და მეგობრებს გაუნაწილა. ერთ-ერთი მოწამლული ბავშვი ამ დრომდე რეანიმაციის განყოფილებაში რჩება.