ლეონარდო დი კაპრიო მექსიკას სტუმრობს. ოსკაროსანი მსახიობი ქვეყნის პრეზიდენტს, ენრიკე პენიას და მილიარდერ კარლოს სლიმს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კალიფორნიელი ზღვის გოჭების გადარჩენაზე იზრუნებენ. უნიკალური სახეობის ზღვის გოჭები კალიფორნიის ყურეში ბინადრობენ. ბრაკონიერობის გამო მათი პოპულაცია ბოლო წლებში კატასტროფულად შემცირდა.