რუსეთის სათათბირომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის განხილვა გადაიფიქრა.
შეგახსენებთ, რომ ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების ინიციტივით დუმის დეპუტატი, სემიონ მოგდასაროვი გამოვიდა, რომელიც სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია "სამართლიან რუსეთს" წარმოადგენს. მან სათათბიროს შესაბამის კომიტეტებს მოუწოდა, რუსეთის შესაბამისი უწყებიდან ვაშაძის რუსეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოეთხოვათ, რათა საკითხის განხილვა დაეწყოთ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა შეუძლებელია.