2-3 ივლისს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორნბიორნ იაგლანდი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო მილოშლოვსკი ეწვევიან. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალარანიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ტორნბიორნ იაგლანდი და ანტონიო მილოშლოვსკი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდებიან.
"ვიზიტის ფარგლებში მხარეები იმსჯელებენ საქართველოს და ევროპის საბჭოს შორის აქტუალურ თემატიკაზე, ასევე რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით ფედერალურ მდივნის მოხსენების სისტემაზე", - განაცხადა ჯალარანიამ.