ვენესუელაში კიდევ ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. 17 წლის მიგელ პისარო კარაკასში პოლიციასთან შეტაკებებს ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოზარდს ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად უარყოფს. მასშტაბური საპროტესტო აქციები ვენესუელაში ორ თვეზე მეტია, გრძელდება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს.