კიევში მომხდარ ინციდენტს პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. აფეთქების ხმა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში გვიან ღამით გაისმა. ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა სავარაუდოდ ხელყუმბარა ააფეთქა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველები ტერორისტის ვინაობის დადგენას ცდილობენ.