მთავრობა სტრუქტურული რეორგანიზაციისას მთავრობის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას უარყოფს. როგორც დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განმარტა, ბიუჯეტის პარამეტრები არ იზრდება და, შესაბამისად, ახალი სამინისტროების დაფინანსება ცალკეული სამინისტროების ასიგნებების გადანაწილების ხარჯზე მოხდება.
დავითაიას განმარტებით, დღემდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 84 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 29 მლნ ლარი ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამინისტროს ბალანსზე გადმოვა. ხოლო რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებას, ის იგივე რჩება, ხოლოდ ტრანსპორტის ადმინისტრაციის შეერთებისათვის მას რეგიონალური განვითარების სამინისტროს ასიგნებებიდან 3 მილიონი ლარი დაემატება.
მთავრობის საპარალმენტო მდივანი გია ხუროშვილი განარტავს, რომ ბიუჯეტში მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შედის და ბიუჯეტის პარამეტრი "ერთი თეთრითაც კი არ იზრდება". ხუროშვილის განმარტებით, სახელწიფოს პოლიტიკა რჩება იგივე და "ქამრის შემოჭერის" პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება.