ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლები ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქს დაესხნენ თავს. ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ნიგერიის შინაგან საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ეს თავდასხმა ყველაზე მასშტაბურია. ქალაქში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არიან დაჭრილები და დაღუპულებიც.