ირანმა თეირანში მომხდარ ტერაქტებში საუდის არაბეთის მთავრობა დაადანაშაულა. განცხადება ირანის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა გააკეთა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, ამტკიცებს რომ ტერქტებში საუდის არაბეთია გარეული. თეირანში აცხადებენ, რომ ირანი ტერორისტულ თავდასხმას ადეკვატური ზომებით უპასუხებს. ბოლო მონაცემებით, გუშინდელ ტერაქტებს თეირანში 12 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტსა და მავზოლეუმზე თავდასხმები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 1979 წლის რევოლუციის შემდეგ პირველად განხორციელდა.