კიევში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქების ხმა გაისმა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ტერაქტის“ მუხლით. ამის შესახებ კიევის პოლიციის სამმართველოს პრეს-სამსახურში განაცხადეს.
ინციდენტის შესახებ ცნობილი გვიან ღამით გახდა.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უცნობმა პირმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.