ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსი თეირანის ტერაქტების ორგანიზებაში საუდის არაბეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. ირმკ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ერ-რიადი ტერორისტებს უჭერს მხარს. საფუძვლიანი ეჭვია გამოთქმული იმის გამოც, რომ ტერაქტები დონალდ ტრამპისა და საუდის არაბეთის ლიდერთა შეხვედრიდან ერთ კვირაში განხორციელდა. ტერორისტები თავს დღეს დილით ირანის პარლამენტსა და აიათოლა ჰომენეის მავზოლეუმს დაესხნენ, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, 39 კი დაშავდა.