ნატოს ახალ შტაბ-ბინასთან მონტენეგროს დროშა აღიმართა. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა ალიანსის გენერალურმა მდივანმაც მიიღო. იენს სტოლტენბერგმა მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება მიულოცა და განაცხადა, რომ ალიანსის კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოს სტანდარტებს დააკმაყოფილებენ. მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ოფიციალურად 5 ივნისს გახდა.