ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან დაბრუნდა. კომისიის თავმჯდომარე ხელისუფლებას მუშაობის ოთხი თვით ვადის გახანგრძლივებას და ამერიკელი ექსპერტების დასაქირავებლად ფინანსების გამოყოფას კიდევ ერთხელ სთხოვს. შესაბამისი განცხადება გამსახურდიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.
გამსახურდიას მტკიცებით, საქმეში ახალი დეტალები ფიგურირებს, თუმცა ამის დასადასტურებლად ამერიკელი ექსპერტების მუშაობაა საჭირო.