საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აღარ არის.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გასულ კვირას მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ როგორც იქნა მოიცალა და დიდი დებატებისა და მსჯელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააკმაყოფილოს გრიგოლ ვაშაძის განცხადება რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, რუსულმა მხარე ვაშაძისთვის მოქალაქეობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 23 ივნისს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი გასულ წელს თქვა და შესაბამისი განცხადებით რუსეთის ხელისუფლებას მიმართა.