ამალი ქლუნმა ტყუპები გააჩინა. ამის შესახებ პრესას ქლუნების ადვოკატმა აცნობა. მისივე ინფორმაციით, ჯორჯ ქლუნის მეუღლემ დღეს დილით იმშობიარა. ახალშობილებს ელა და ალექსანდრი დაარქვეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი მატებას ელოდა, იანვარში გავრცელდა, როდესაც ფეხმძიმე ალანი ერთ-ერთ წვეულებაზე ფოტოგრაფებმა გადაიღეს. წყვილმა 2014 წლის სექტემბერში იქორწინა.