ტორონტოში დიდი ოცეულის ფორუმი დასრულდა. ფორუმის მონაწილე მსოფლიო ლიდერებმა ერთიან კომუნიკეს მოაწერეს ხელი, რომელშიც მსოფლიო ეკონომიკის დარეგულირების მექანიზმებია მოცემული. დიდი ოცეულის შეთანხმება 2013 წლამდე საბიუჯეტო დეფიციტის ორჯერ შემიცირებას და კორუფციასთან ბრძოლას ითვალისწინებს. ლიდერებმა განისზაღვრეს ახალი ფინანსური რეფორმების პრინციპებიც.
დიდი ცეულის რეკომენდაციით, მსოფლიო ბანკმა და საერთშორისო სავალუტო ფონდმა განვითარებადი ქვეყნების დახმარება უნდა გაზარდონ.