მასობრივი არეულობები ვენესუელაში. კარაკასში პოლიციამ ანტისახელისუფლო აქცია კიდევ ერთხელ დაშალა. შეტაკებისას 20-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ანტისამთავრობო აქციები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში 2 თვეზე მეტია, გრძელდება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს.