თეირანში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ აიღო. თავდასხმები პარლამენტის შენობასა და აიათოლა ჰომენეის მავზოლეუმზე დღეს დილით განხორციელდა. შეიარაღებული პირები საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ერთ-ერთმა მათგანმა სავარაუდოდ თავი აიფეთქა. მეორე თავდასხმა პარლამენტიდან 20 კილომეტრში ჰომენეის მავზოლეუმთან განხორციელდა. ტერაქტში ქალიც მონაწილეობდა, რომელმაც შაჰიდის ქამარი მოიყვანა მოქმედებაში. ტერაქტს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. სამართალდამცველებმა სავარაუდოდ 2 თავდამსხმელის დაკავება შეძლეს.