თეირანში პარლამენტში სროლის ხმა ისმის. ბიბისის ინფორმაციით, ირანის პარლამენტსაბ და აიათოლა ჰომენეის მავზოლეუმში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. არ არის გამორიცხული, მათ პარლამენტში მძევლები ჰყავდეთ აყვანილი. თავდასხმის შედეგად პარლამენტის დაცვის ერთი თანამშრომელია დაღუპული. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.