პარიზში პოლიციამ მორიგი თავდასხმა აღკვეთა. ჩაქუჩით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი ნოტრ-დამ-დე-პარის ტაძართან სამართალდამცველს დაესხა თავს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს. ის მძიმედაა დაჭრილი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მომხდარს პარიზის პროკურატურა იძიებს.