საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარ ნოტრ-დამთან სროლაა.
არსებული ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი შეეცადა პოლიციელს ჩაქუჩით თავს დასხმოდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუხსენეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაჭრილია. ასევე, დაშავდა ერთი პოლიციელი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.
სამართალდამცველები მოუწოდებენ ხალხს, თავი შეიაკავონ ტაძრის ტერიტორიასთან გადაადგილებისგან.