ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს კორუფციაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა The Daily Caller იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კლინტონის წინააღმდეგ გამოძიება სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჩაკ გრასლიმ დაიწყო. საუბარია 2009-2013 წლებზე, როდესაც კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ბანგლადეშში მიმდინარე სასამართლო პროცესის შეწყვეტას ცდილობდა, რომელიც კლინტონების ოჯახის მეგობრის მუჰამედ იუნუსის წინააღმდეგ წარმოებდა. იუნუსი კლინტონების ფონდის მთავარი დამფინანსებელი იყო.