ლიტვაში ალკოჰოლის მოხმარებაზე კონტროლი გამკაცრდება. ახალი რეგულაციებით, მომავალი წლიდან ალკოჰოლი მხოლოდ 20 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე გაიყიდება. სპირტიანი სასმელების გაყიდვა დილის 10-დან საღამოს 20 საათამდე იქნება დასაშვები. კვირას კი ალკოჰოლი მხოლოდ დილის 10-დან 15 საათამდე გაიყიდება. 2018 წლიდან ლიტვაში ალკოჰოლის რეკლამაც აიკრძალება.