დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება დაავალა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ახალ ზელანდიაში ვიზიტისას განაცხადა. „პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთთან მისი ადმინისტრაციის წევრების კავშირების გამო აგორებულმა სკანდალმა მოსკოვთან დიალოგს ხელი არ უნდა შეუშალოს. მას სურს მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნას მიღწეული,“-აღნიშნა ტილერსონმა.