დღეს, 28 ივნისს, იწყება მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის რიგით მერვე ვიზიტი მოსკოვში.
ნოღაიდელი შეხვედრებს გამართავს ~ედინაია როსიასა~ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის" პრესამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის დროს მსჯელობა იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც მოსკოვში ზურაბ ნოღაიდელის წინა ვიზიტების დროს იხილებოდა.
"ეს არის რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლება და კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონში დევნილების დაბრუნება", _განმარტავენ მOძრაობის პრესცენტრში.
მათივე ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელის რიგით მერვე ვიზიტი მოსკოვში რამდენიმე დღეს გაგრძელდება.