დღეს, 28 ივნისს, 12:00 საათზე. საქართველოს პარლამენტის შენობასთანთან, ახალგაზრდული ორგანიზაციების "საქართველოს ფალკონებისა" და "ახალგაზრდა სოციალისტების" ორგანიზებით, სტუდენტური აქცია გაიმართება.
"ახალგაზრდა სოციალისტების" ინფორმაციით, საპროტესტო აქციან ეწყობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ საგადასახადო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო და კერძო სასწავლო დაწესებულებები დაიბეგრებიან დამატებითი ღირებულების გადასახადით.
"აქციაზე არ იგეგმება ქუჩის გადაკეტვა, სტუდენტები გამოხატავენ პროტესტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ჩატარდება ბრიფინგი ჟურნალისტებისათვის, ასევე გაკეთდება მიმართვა, რომელიც შემდგომ გადაეცემათ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს", - ნათქვამია "ახალგაზრდა სოციალისტების" მიერგავრცელებულ პრესრელიზში.