სკოტლანდ იარდმა ლონდონის ტერაქტების მონაწილე სამი პირიდან ორის ვინაობა დაასახალა. სამართალდამვცელების ინფორმაციით, ლონდონ-ბრიჯზე ფეხით მოსიარულეებს თეთრი ფურგონით რაშიდ რედვანი და 27 წლის ხურამ ბათი დაეჯახნენ. შემდეგ მესამე თავდამსხმელთან ერთად ბორო მარკეტის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, მანქანიდან გადმოვიდნენ და დანებით გამვლელებს დაესხნენ თავს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 48 ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია.