არაბული ქვეყნების მიერ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტას ოფიციალური ანკარა გამოეხმაურა. საგანგებო განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მევლუთ ჩავუშოღლუმ მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 7-მა არაბულმა ქვეყანამ ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და დოჰასთან დიპლომატიურინ ურთიერთობა შეაჩერა. ყატართან ურთიერთობას წყვეტენ ასევე ეგვიპტური ბანკები და არაბული ქვეყნების ავიაკომპანიები. ყატარის მოსახლეობა პანიკაშია და ისინი საკვებ პროდუქტსა და სასმელ წყალს იმარაგებენ.