ყატართან დიპლომატიური კავშირი კიდევ ორმა არაბულმა ქვეყანამ გაწყვიტა. იმ არაბული ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტეს, 7-მდე გაიზარდა. დოჰას წინააღმდეგ სანქციებს ლიბია და მალდივებიც შეუერთდა. მანამდე კატართან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა და ეგვიპტემ განაცხადა. ყატარის ხელისუფლება არაბულმა ქვეყნებმა ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.