პარლამენტი "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას დღეიდან დაიწყებს.
ცვლილება ნარკომომხმარებლებს შეეხებათ, რომლის თანახმადა, მათ სასჯელი გაუნახევრდებათ.
სასჯელი გაუნახევრდებათ ასევე იმ პირებს, რომლებზეც ამნისტიის გამოცხადებისას სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა, ან სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა.
"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს დღეს იურიდიული, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.
დღესვე ამ თემაზე საკუთარ ინიციატივებს დეპუტატი ჯონდი ბაღათურია გაახმოვანებს.