მონტენეგრო დღეს ნატოს 29-ე წევრი ოფიციალურად გახდება. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას შენონი და მონტენეგროს პრემიერმინისტრი დუშკო მარკოვიჩი მიიღებენ. ნატოში მონტენეგროს მიღების შესახებ პროტოკოლს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ხელი 19 მაისს მოაწერეს. მანამდე კი ნატოში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტს მხარი ქვეყნის პარლამენტმა დაუჭირა.