პუტინი ამერიკელებს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლისკენ მოუწოდებს. ვრცელი ინტერვიუ კრემლის ლიდერმა ტელეკომპანია ენ-ბი-სი-ს მისცა. „ამერიკული საარჩევნო სისტემა არასწორად არის მოწყობილი და ის პირდაპირი ფარული არჩევის წესით უნდა შეიცვალოს. ასე ამომრჩეველთა ხმების გაკონტროლება უფრო ადვილად იქნება შესაძლებელი და აღარც სოციალურ-პოლიტიკურ უსამართლობას ექნება ადგილი. ამ შემთხვევაში დამარცხებული კანდიდატები ვერავის დაადანაშაულებენ,“-აღნიშნა პუტინმა. რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის დღემდე მწვავედ აკრიტიკებენ. სენატის დაზვერვის კომიტეტი კი რუსეთთან ტრამპის ადმინისტრაციის კავშირებს იკვლევს.