საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ბუკი, რომლითაც 2014 წლის საფხულში მალაიზიური ბოინგი ჩამოაგდეს, რუსულ სამხედრო ნაწილზე იყო რეგისტრირებული. ამის შესახებ ბელინგქეთის საგამოძიებო ჯგუფი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბუკის სისტემები კურსკში მდებარე 53-ე სამხედრო ბაზაზე იყო განთავსებული, რისი დამადასტურებელი ფოტოებიც არსებობს. მალაიზიური სახმედრო თვითმფრინავი დონბასში 3 წლის წინ ჩამოაგდეს, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთი ინციდენტთან კავშირს დღემდე კატეგორიულად უარყოფს.