აშშ პრეზიდენტი კვირის ბოლოს შესაძლოა ლონდონს ესტუმროს. ამის შესახებ თეთრ სახლზე დაყრდნობით გამოცემა "ტელეგრაფი" იტყობინება. ვიზიტის მიზანი ლონდონელებისთვის სოლიდარობის გამოცხადება და ტერორიზთან ბრძოლაში ერთიანობის დემონსტრირებაა. მანამდე ლონდონში მომხდარ ტერაქტებს დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ფორდის სახელობის თეატრიდან საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და მომხდარს „ბოროტი სასაკლაო“ უწოდა.