ვლადიმერ პუტინი ამერიკის 42-ე პრეზიდენტს, ბილ კლინტონს ნატოში რუსეთის გაწევრიანებას სთავაზობდა. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ოლივერ სტოუნისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე მახსოვს მასთან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა. ის მოსკოვში იყო ჩამოსული. მე მას ვუთხარი: იქნებ ნატოში რუსეთის გაწევრიანების ვარიანტი განვიხილოთ. მან კი მიპასუხა: მე წინააღმდეგი არ ვარ,“-განაცხადა პუტინმა.