მოსკოვი ლონდონში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს გმობს. საგანგებო განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა გააკეთა.
„რუსეთი ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზადაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან ითანამშრომლოს. ჩვენ საერთო საფრთხის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ,“-აღნიშნა კოსაჩევმა.