ტერორისტული თავდასხმების მიუხედავად, გაერთიანებულ სამეფოში არჩევნები მაინც ჩატარდება. ამის შესახებ ლონდონის მერმა სადიკ ჰანმა განაცხადა.
„არჩევნები 8 ივნისს ჩატარდება და მე ხმას აუცილებლად მივცემ,“-განაცხადა ქალაქის თავმა.
თავდასხმები ლონდონის ხიდსა და ბორო მარკეტის რაიონში გვიან ღამით განხორციელდა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.