ლონდონში მომხდარ თავდასხმებს საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა.
„დღეს, ამ საშინელი ტრაგედიის ფონზე საფრანგეთი ბრიტანეთს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულებთან და მათ ოჯახებთანაა,“-განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
თავდასხმები ლონდონის ხიდსა და ბორო მარკეტის რაიონში გვიან ღამით განხორციელდა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.