თავდასხმების სერია ლონდონში. გვიან საღამოს ფურგონმა ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულეები გაიტანა. ბორო მარკეტის რაიონში კი დანით შეიარაღებული პირები თავს გამვლელებს დაესხნენ. თავდასხმებს, ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. სამივე თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.