ნატომ ლატვიაში მასშტაბური სამხედრო სწავლებები დაიწყო. წვრთნებში, სახელწოდებით Saber Strike ალიანსის წევრი 8 ქვეყნის (ლატვია, ლიტვა, იტალია, ნორვეგია, ბრიტანეთი, პოლონეთი, სლოვაკია, აშშ) 2 ათასი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. სწავლებები 15 ივნისამდე გასტანს.