ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობა გაააქტიურა. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა.
„ჩრდილოეთ კორეის ძალისხმევა ბირთვული იარაღის შექმნის პროცესში საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ბოლო დროს ფხენიანმა ამ ძალისხმევის ტემპი და მასშტაბი ძალიან გაააქტიურა,“-აღნიშნა მატისმა.